|
2017-02-01 11:08:53, 1286 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი გერმანიის ელჩს ჰაიკე რენატე პაიჩს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰაიკე რენატე პაიჩს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, კახა კახიშვილმა ელჩს ბოლო წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროს მთავარ მიზანს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს. რეფორმის ფარგლებში, რომელის მიზანი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა, ცვლილება შევიდა 40-მდე კანონში და ერთი თვისობრივად ახალი კანონი იქნა მიღებული. „უწყებაში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და საბჭოთა მოდელზე აწყობილი სისტემის სრული მოდერნიზაცია იყო. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პენიტენციური ჯანდაცვა. პარალელურად, განხორციელდა მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით შეფასება და კლასიფიკაცია. მნიშვნელოვანი პროგრესია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება“, - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას. ჰაიკე პაიჩმა საქართველოსადმი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერა დაადასტურა და მზაობა გამოთქვა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის პენიტენციური და პრობაციის სისტემების კუთხით. „სასჯელაღსრულების მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ. ვფიქრობ, საინტერესო და თანამედროვე რეფორმები გაქვთ დანერგილი. განსაკუთრებით, აღსანიშნავია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მხრივ გადადგმული ნაბიჯები. მსჯავრდებულებს პროფესიული განათლების მიღების საშუალება აქვთ. ასევე, ისინი შეძლებენ დისტანციურად დაეუფლონ უმაღლეს განათლებასაც. შთამბეჭდავია ონლაინ მაღაზიის პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საკუთარი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულებისას ჰაიკე პაიჩმა. კახა კახიშვილმა შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წამყვანი როლისთვის.
(NS)
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)