|
2015-01-12 17:50:49, 2944 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება იქ, სადაც მსოფლიო თანამეგობრობაა
„საქართველო იყო, არის და იქნება იქ, სადაც მსოფლიო პროგრესული, დემოკრატიული თანამეგობრობაა“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე, საქართველოს როლზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამის დამადასტურებელია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრი პარიზში, სოლიდარობის გამოსაცხადებლად იმყოფებოდა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს ძალიან ბევრი რესურსი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩადებული. „საქართველოს იყო, არის და იქნება იქ, სადაც მსოფლიო პროგრესული, დემოკრატიული თანამეგობრობაა. ამის ნიშანი იყო ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა პარიზში სოლიდარობის გამოსაცხადებლად. საქართველოს ძალიან ბევრი რესურსი, როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური და ფინანსური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩადებული. ისეთი პატარა, მწირე რესურსების მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, დღეს მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)