|
2017-01-30 16:34:03, 1880 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უგულავა: საქართველო არასოდეს იქნება ქვეყანა, რომელიც ჭაობს დაემსგავსება
„საქართველო არასდროს არ იქნება ქვეყანა, რომელიც დაემსაგვასება ჭაობს და არასდროს არ იქნება ბედნიერი ამ ჭაობში ბაყაყის ყიყინით“,-ამის შესახებ „თავისუფალი მოძრაობა-ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივის შემსრულებელმა გიგი უგულავამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს უნიათო მთავრობა ჰყავს, რომელიც ქვეყანას მხოლოდ ჭაობს სთავაზობს. „ჩვენს მოძრაობას ჰქვია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“. იმიტომ რომ ქართველი ადამიანისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სიტყვა თავისუფლება არის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ყოველდღიურად ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის. საქართველოს არსებობა ყოველთვის იყო სწრაფვა თავისუფლებისკენ. არ არსებობს ეკონომიკური კეთილდღეობა თავისუფლების გარეშე. არ არსებობს წინსვლა და პროგრესი თავისუფლების გარეშე. არ არსებობს ბედნიერება თავისუფლების გარეშე. ჩვენ უნდა ვიყოთ და ჩვენ ვართ საზოგადოება თავისუფალი ადამიანების საზოგადოება, სწორედ ამით განსხვავდება საქართველო რეგიონში ყველა სხვა ქვეყნისაგან. არსად ჩვენს რეგიონში თავისუფლების წყურვილი არ არის ისეთი დიდი და ისეთი მძლავრი, როგორც თითოეულ საქართველოს მოქალაქეში. ჩვენ შეგვიძლია მოვითმინოთ ბევრი რაღაცა, ბევრ უბედურებას გავუძლოთ, პერსონალურ გაჭირვებას გავუძლოთ, მაგრამ ინდივიდუალურ თავისუფლებას და ქვეყნის თავისუფლებას არ გავცვლით. ჩვენი მოძრაობა არის სწორედ ასეთი ძლიერი, თავზეხელაღებული თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რომელიც მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად ჩაანაცვლებს ამ უნიათო მთავრობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჭაობს გვთავაზობს. ჩვენი ამოცანა არის რაც შეიძლება მშვიადობიანად ეს ხელისუფლება გავისტუმროთ, რათა დასრულდეს ის რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ჯარისკაცების ჩაბარებას უცხო და მტრული ქვეყნისთვის, ეკონომიკის უკუსვლას, კრიმინალის ზრდას და რაც მთავარია გავაღვიძოთ თითოეულ ადამიანში პერსპექტივის განცდა. თავისუფლება სწორედ ეს არის. თუ ხარ თავისუფლი, გჯერა მომავლის“,-განაცხადა გიგი უგულავამ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)