00:37 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 16:30:20, 1528 ნახვა

პოლიტიკა
პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის მოვალეობას გიგი უგულავა შეასრულებს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, სანამ პარტიის ყრილობა ჩატარდება, იქამდე გენერალური მდივნის მოვალეობას გიგი უგულავა შეასრულებს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარტია სავარაუდოდ  აპრილში ფართომასშტაბიან და წარმომადგენლობით ყრილობას გამართავს.

„რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება პარტიის ყრილობა.  ეს იქნება ფართომასშტაბიანი, წარმომადგენლობითი, სამაგალითოდ დაგეგმილი  ორგანიზებული ყრილობა  და სავარაუდოდ ყრილობა ჩატარდება აპრილში.  ზუსტ თარიღს საზოგადოებას შევატყობინებთ.დემოკრატიულად მკაფიოდ  გაწერილი  წესების მიხედვით  მოხდება პარტიის ხელძღვანელობის არჩევა. სანამ იქნება ყრილობა პარტიის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობას შეასრულებს  გიგი უგულავამ“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics