|
2017-01-30 14:39:19, 858 ნახვა
სამხედრო
„დელტას“ 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ეუთო-ს ექსპერტები ეწვევიან
სსსტც დელტას 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ეუთო-ს ექსპერტები ექვევიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტადან“ აცნობეს, „დელტა“-ში ამჟამად მიმდინარეობს პროექტი - „საავიაციო რაკეტებისა და ბომბების გაუვნებელყოფა, გადამუშავება და განადგურება, ფეთქებადი ნივთიერების გამოდნობა საარტილერიო ჭურვებიდან“, რომელსაც აფინანსებს ეუთო. მათივე ინფორმაციით, პროექტის სტრატეგიული მიზნებია ვადაგასული და ჩამოწერილი საავიაციო ბომბების, ასევე საარტილერიო გასროლებისა და ჭურვების არასანქცირებული გამოყენების, სხვა ქვეყანაში ან ტერორისტების ხელში მოხვედრის ალბათობის დაყვანა ნულამდე. ეუთო-ს ექსპერტების ვიზიტის ამოცანაა შექმნას შეფასების ანგარიში, რომელიც გამოსადეგია შეთავაზებული განადგურების და ტრანსპორტირების მეთოდოლოგიებად გამოსაყენებლად და ასევე უზრუნველყოს რეკომენდაციები სამომავლო მოქმედებებისათვის. ექსპერტები საარტილერიო ჭურვებისა და გასროლების, განადგურების და ტრანსპორტირების ინსტრუქციებს გადახედავენ, რომლებიც სსსტც „დელტა“-ს მიერ მომზადდა. საქართველოში ვიზიტით ექსპერტებს საშუალება მიეცემათ გადახედონ დედოფლისწყაროში უტილიზაციის საწარმოს და შეთავაზებული მეთოდოლოგიები დელტას ტექნოლოგებთან ერთად განიხილონ. პროექტის ძირითადი ამოცანაა საქართველოს სამხედრო ბაზებში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დატოვებული ვადაგასული, ჩამოწერილი და ზენორმატიული საბრძოლო მასალებისაგან გამოწვეული რისკების შემცირება, ბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და გარემოს დაცვა მოსალოდნელი ხიფათისაგან. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობითა და მისი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება. (NS)
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)