23:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 21:09:00, 1685 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: თავდაცვის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში

თავდაცვის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროპა-უკრაინის ფორუმზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო მინისტრი სპეციალური სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა სესიაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა-რა ცვლილებები გვჭირდება?“.

ვიქტორ დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. აგრეთვე, სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებულ პროგრესზე, განხორციელებულ რეფორმებზე, ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.  

ევროპა-უკრაინის ფორუმი მეათედ იმართება. წელს ფორუმს პოლონეთში ქალაქი რჟეშუვი მასპინძლობს. მიმდინარე წლის ღონისძიების დევიზია- „შესაძლებლებობები, რომელიც არ უნდა დაიკარგოს“. გამომსვლელები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის საკვანძო საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ასევე, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების გავლენა ხალხთა შორის ურთიერთობაზე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics