03:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 20:43:09, 2684 ნახვა

პოლიტიკა სამართალი
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკვე თვისობრივად შეკვეცილია

რეალურად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკვე არის თვისობრივად შეკვეცილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა პრეზიდენტის არჩევის წესსა და მის უფლებამოსილებებს შორის. მისივე განმარტებით, მთავარი განსხვავება მანამდე მოქმედ და დღეს მოქმედ სისტემებს შორის არის ის, რომ პრეზიდენტი ადრე იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი და დღეს ის აღარ ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

"რეალურად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკვე არის თვისობრივად შეკვეცილი, ჩვენ თუ შევადარებთ 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას დღევანდელ მდგომარეობას, პრეზიდენტის კომპეტენციები უხეში შედარებით არის 95-99%-ით შეკვეცილი. ამის იქით ჩვენ პრეზიდენტის უფლებამოსილებებში თვისობრივ ცვლილებებს ვერ შევიტანთ, იქ შეიძლება გარკვეული რეგულაციები გადაისინჯოს. თვისობრივად ჩვენ ვართ გადასული საპარლამენტო მმართველობაზე, მთავარი განსხვავება მანამდე მოქმედ და დღეს მოქმედ სისტემებს შორის არის ის, რომ პრეზიდენტი ადრე იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი და დღეს ის აღარ ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, შესაბამისად, აღარ არის პოლიტიკური ლიდერი და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics