2017-01-27 16:59:22, 1554 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიამ ორპალატიან პარლამენტს მხარი არ დაუჭირა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ორპალატიან პარლამენტს მხარი არ დაუჭირა.
მიღებული გადაწყვეტილებით, კომისიის წევრებმა ორპალატიან პარლამენტზე მსჯელობის საკითხი ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.
როგორც კომისიის წევრებმა განაცხადეს, რადგან ორპალატიანი პარლამენტის საკითხი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთანაა მიბმული, უმჯობესია, ამ ეტაპზე საკითხზე მსჯელობა არ გაიმართოს.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხიც განიხილა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯოდმარის გიორგი კახიანის ინფორმაციით, კომისიის წევრთა უმრავლესობამ პარლამენტის დედაქალაქში გადმოტანის მომხრეა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან