05:04 - 06 Jun, 2026
|
2015-01-12 17:37:05, 2761 ნახვა
პოლიტიკა
ტაავი რიივასი: ესტონეთი საქართველოს მყარი მხარდამჭერია
„ესტონეთი ძალიან მყარი მხარდამჭერია საქართველოსი“, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ფაქტიურად ლიდერია კრიტერიუმების დაკმაყოფილების სარბიელზე. „მე იმედი მაქვს, რომ რიგის სამიტიდან მივიღებთ საკმაოდ ხელმოსაჭიდ მასალებს. შეიძლება 100%-ით არ იყოს გარანტიები გაცემული, მაგრამ ესტონეთი ძალიან მყარი მხარდამჭერია საქართველოსი. საქართველო ფაქტიურად ლიდერია კრიტერიუმების დაკმაყოფილების სარბიელზე. ნამდვილად შესაძლებელია უვიზო რეჟიმის შემოღება და დამერწმუნეთ, რომ ესტონეთის მხარდაჭერა გექნებათ სამიტზე“,- განაცხადა ტაავი რიივასმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)