|
2017-01-25 17:00:50, 2643 ნახვა
ეკონომიკა
საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის ახალი სერვისები შეიმუშავა
ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემისთვის ორი ახალი მოდული შეიმუშავა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სისტემას, რომელსაც აქვს მრგვალი ხე-ტყის (მორი) გადამამუშავებელ საამქროებში მიღების, გადამუშავებისა და საჭიროების შემთხვევაში, მისი უკან გატანის ელექტრონული მართვის ფუნქციები, ორი ახალი - პროდუქტისა და ნარჩენის მოდული დაემატა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, გაუმჯობესდება სახერხ საამქროში არსებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის კონტროლი, სრულყოფილად განხორციელდება ანგარიშგება, აგრეთვე, პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემდგომი ტრანსპორტირებისა და განკარგვის მონიტორინგი, რითაც პროცესი უფრო გამჭირვალე გახდება. სისტემა ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად შექმნა და მისი მიზნია ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული სერვისების ელექტრონული მიწოდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)