01:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 15:49:12, 2146 ნახვა

სამართალი
დაურეგისტრირებელ ქორწინებაში მყოფი პირები მეტად იქნებიან დაცული

დაურეგისტრირებელ ქორწინებაში მყოფი პირები მეტად იქნებიან დაცული.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ შესახებ საქართველოს  კანონში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ნაწილია.

„კანონში კიდევ ერთი სიახლეა დაურეგისტრირებელ ქორწინებაში მყოფი პირების სტამბოლის კონვენციითა და ჩვენი კანონით დაცვა. იქნება ეს პარტნიორი, თუ ყოფილი პარტნიორი, ჩვენ ვნახეთ სისხლის სამართლის საქმეების გამოცდილებაში, რომ ასეთი პირებისგან ხორციელდება ხოლმე ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ ძალადობა. ამიერიდან, ეს ადამიანები უკეთესად დაცული იქნებიან“, - განაცხადა  წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს  მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო  ცვლილებებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics