15:04 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 13:44:55, 857 ნახვა

სამხედრო
სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის სამხედრო პოლიციის, სამხედრო-სამედიცინო და ლოგისტიკის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამშვების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიმართა და სწავლების დასრულება მიულოცა. ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდა ოფიცრებს სწავლების გავლის შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

უწყების ცნობით, სამხედრო პოლიციის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 19 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.

15 კვირის განმავლობაში მათ კონვოის ოპერაციები, ტყვეთა მოპყრობის წესები, ჩეკპოინტების მოწყობა, სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და ადამიანის უფლებები შეისწავლეს.

სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი კი, 4 სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. 16 კვირიანი სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეები დაშავებულთა პრეჰოსპიტალურ მართვას დაეუფლნენ; გაიარეს ზოგადი საექიმო გადამზადება, პრევენციული მედიცინა და სხვა დისციპლინები.

ლოგისტიკის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსში მონაწილეობა 40 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. კურსი 16 კვირის მანძილზე გაგრძელდა და მასში მონაწილე სამხედროებმა უზრუნველყოფის ბატალიონის სტრუქტურა, ქონების მომარაგების საკითხები, სამხედრო ქონების დასაწყობებისა და აღრიცხვის საფუძვლები გაიარეს, ასევე, შეისწავლეს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და ქვედანაყოფის ლოგისტიკიკური უზრუნველყოფის პრინციპები.

სამივე კურსის კურსდამთავრებულები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელენ მსახურს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics