|
2017-01-20 14:18:23, 899 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე რიზეს გუბერნატორს ერდოღან ბექთაშს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რიზეს გუბერნატორს, ბატონ ერდოღან ბექთაშს, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას თურქეთის დელეგაციის წევრები და გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი დაესწრო. რეგიონის პირველმა პირმა რიზეს ვილაიეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ზურაბ პატარაძემ სტუმრებს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინა და მათი საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ საუბრისას ერდოღან ბექთაშს რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული პოტენციალი გააცნო. ამასთან, ზურაბ პატარაძემ, ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, როგორც უკვე არსებული თანამშრომლობის, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობის კუთხით. თავის მხრივ, რიზეს გუბერნატორმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი და მზაობა გამოთქვა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ რეგიონს შორის სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე, სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამარტივების საკითხები. მიმოიხილეს ის ერთობლივი პროექტებიც, რომლებსაც აჭარის რეგიონის ხელისუფლება თურქეთის სახელმწიფოსთან, კერძოდ კი რიზეს გუბერნიასთან მეგობრობის და ხელშეწყობის ფარგლებში ახორციელებს. ,,ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ჩამოვიდა რიზეს გუბერნატორი. მასთან ერთად იყვნენ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და რიზეს უნივერსიტეტის რექტორი. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები ორ ქვეყანას შორის რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით. მათ შორის, დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ბიზნეს-ფორუმები, კონგრესები, სემინარები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლებას, ინვესტიციების მოზიდვას, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებისათვის. ასევე დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა ჩვენს უნივერსიტეტებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის. მნიშვნელოვანი პროექტები იგეგმება მაღალმთიან აჭარაშიც", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტუმრებთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და საერთაშორისო აეროპორტს დაათვალიერებს.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)