|
2015-03-28 15:13:15, 1625 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში შეეჯიბრნენ
ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში შეეჯიბრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო. სამხედრო სასწავლებლის კურსანტებს ვაზიანის სასროლეთზე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა ზაზა ლელაძემ უმასპინძლეს. შეჯიბრის დაწყებამდე ახალგაზრდა კურსანტებს IV მექანიზირებული ბრიგადის ინსტრუქტორებმა სასროლეთის უსაფრთხოების წესები გააცნეს. მონაწილეები ერთმანეთს მოიერიშე შაშხანა „M4“ და „ბარაკის“ ტიპის პისტოლეტიდან სროლაში შეეჯიბრნენ. დღესვე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის ჩვენება გაიმართა. შეჯიბრი იუნკერებს შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)