|
2017-01-18 20:53:42, 1861 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახა კალაძე: ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება არცერთი პროცენტით არ გაზრდილა
„ახალი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, არის მაქსიმალური შედეგი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ენერგოდამოკიდებულება არცერთი პროცენტით არ გაზრდილა. „აქ არი იყო მხოლოდ გაზპრომის მოთხოვნებზე დათანხმება. ეს იყო რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებები. იყო შეხვედრები, რომელიც აბსოლუტურად უშედეგოდ სრულდებოდა, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები, თუმცა ბოლო შეხვედრებზე გამოიკვეთა რაღაც წერტილები, სადაც შესაძლებელი იყო შეთანხმების მიღწევა. ეს არ იყო მხოლოდ, რომ „გაზპრომმა“ ჩვენ დაგვიწერა ხელშეკრულება, ამაზე წამოდით და ჩვენ დავთანხმდით, ეს ნამდვილად არ ყოფილა ასე. იყო რამდენიმე შეხვედრა და ბოლოს როდესაც მივაღწიეთ ამ შეთანხმებას. მე მინდა ხაზი გავუსვა რომ 31 დეკემბერს დასრულდა ის ხელშეკრულება, რომელიც ერთი წლის წინ იქნა გაფორმებული საქართველოსა და გაზპრომს შორის. ამიტომ ის ახალი ხელშეკრულება, რომელიც იქნა გაფორმებული, იმ არსებული რეალობიდან გამომდინარე, არის მაქსიმალური შედეგი გინდ პოლიტიკური თვალსაზრისით და გინდ ეკონომიკურით. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ენერგოდამოკიდებულება არ გაზრდილა არც ერთი პროცენტით. ჩვენ ვინარჩუნებთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას. შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ გადახდის ფორმა“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველო „გაზპრომისგან“ ბუნებრივ აირს გასულ წელთან შედარებით, 30 დოლარით ნაკლებ ფასად შეიძენს. „ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელთან შედარებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ექნება იმის აუცილებლობა და საჭიროება, შიდა მოხმარებისთვის წამოიღოს დამატებითი მოცულობები, ჩვენ 30 დოლარით ნაკლები ფასი მივიღეთ შარშანდელთან შედარებით - 215-ის ნაცვლად, 185 დოლარად გვექნება შესაძლებლობა, წამოვიღოთ ბუნებრივი“, - დასძინა კახა კალაძემ.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)