|
2017-01-17 19:27:20, 2880 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების პირობას დებს
საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატი "ნაციონალური ფრონტიდან" მარინ ლე პენი არჩევის შემთხვევაში ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების პირობას დებს, - ამის შესახებ მარინ ლე პენმა "იზვესტიასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პარტია "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა, რომელსაც ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირები აქვს, აღნიშნა, რომ ყირიმის უკრაინის ტერიტორიად გამოცხადება საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული საკითხი იყო და ნახევარკუნძული უკრაინის კუთვნილება არასდროს ყოფილა. მარი ლე პენის თქმით, რეფერენდუმზე მოსახლეობამ რუსეთთან მიერთების სურვილი გამოთქვა და დასძინა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაეროს მიერ ყირიმელების ნების არ აღიარება სამწუხაროა. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების მომხრეა. გარდა ამისა, მარინ ლე პენის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის Frexit-ს რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)