23:38 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 09:37:01, 2572 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში ახალი წლის ღამეს კლუბ Reina-ზე თავდამსხმელი დაკავებულია

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ახალი წლის ღამეს  კლუბ Reina-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი აბდულგადირ მაშარიპოვი სტამბოლის რაიონ  ესენიურტში დააკავეს. 

მედიის ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია მისი მცირეწლოვანი შვილიც.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ღამის კლუბ “რეინაზე“ თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. შეიარაღებული პირი კლუბში მაშინ შეიჭრა, როდესაც იქ მყოფი ხალხი ახალ წელს ზეიმობდა. მსხვერპლთა შორის არიან საფრანგეთის, ბელგიის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ისრაელის, ლიბანის, ლიბიის, იორდანიის მოქალაქეები. დაღუპულთა შორის სულ 16 უცხოელია. თავდასხმის დროს კლუბში 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics