15:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 14:05:41, 2433 ნახვა

ეკონომიკა
2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა

2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11985 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21 პროცენტით მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2114 მილიონი აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 9871 მილიონი აშშ დოლარი (28 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წელს 7757 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ 2016 წელს განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 7252 მილიონ აშშ დოლარს და წინა წლის მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია“, - აცხადებენ სებ-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics