|
2017-01-12 16:14:50, 2110 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უგულავა: ჩემთვის სააკაშვილი დამთავრდა მაშინ, როდესაც ზუგდიდის საუბარი მოვისმინე
ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი მაშინ დამთავრდა, როდესაც ზუგდიდის საუბარი მოვისმინე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, მარაზმში თანამონაწილეობა არ შეიძლება. "მარაზმში რა თქმა უნდა ყველა ინდივიდუალურად უნდა იღებდეს გადაწყვეტილება. ჩემთვის წითელი ხაზი იყო, როდესაც ზუგდიდის საუბარი მოვისმინე. ერთი შანსიც, რომ არსებულიყო და თუ 1%-ით მაინც გჯერათ, რომ ამ ადამიანს ასეთი ფორმით, ასეთი მეტყველებით, შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მე იმ 99% კითხვებს გვერდით გადავდებდი და ამ 1%-ს ჩამოვეკიდებოდი. სამწუხაროდ მანვე არ დატოვა ერთიანობის შანსის 1%-იც კი. დიახ, პასუხისმგებელი ამ პარტიის დანგრევაზე არის ერთადერთი ადამიანი - ის ვინც ეს პარტია შექმნა. მაგრამ ამით აღნიშნულ თემაზე საუბარი უნდა დავამთავროთ", - განაცხადა უგულავამ. მისივე თქმით, წარსულზე საუბარი ყველამ უნდა დაამთავროს და დასძინა, რომ ეს წარსულების პრეროგატივაა. მანვე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობებისთვის მადლობა გადაუხადა. "მადლობას ვეუბნები იმ შანსისთვის, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა , მე გიგი უგულავას მომცა და ყოველთვის მადლობას ვეტყვი. არასდროს არ ვყოფილვარ უმადური ადამიანი. მაგრამ პოლიტიკა არის მსახურება არა ერთმანეთის, ან ლიდერების, არამედ ხალხის მსახურება", - აღნიშნა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში პირდაპირი ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ლიდერების ნაწილს მოღალატეები უწოდა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)