|
2017-01-12 16:09:16, 1757 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ჩვენ დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში
„რა თქმა უნდა დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“,-ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიაში დარჩენილ თანაგუნდელებს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, დღეიდან ახალი პოლიტიკური გუნდი იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის ამოცანა საქართველოში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა იქნება. „ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას. იმ მომავლის შენებას, რომელიც სჭირდება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ რა თქმა უნდა დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ დღეიდან ეს პოლიტიკური ძალა და ეს პოლიტიკური გუნდი იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის ამოცანაც საქართველოში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა იქნება, „ქართული ოცნების“ და ივანიშილის რეჟიმის მშვიდობიანი გზით დასრულება და ქვეყანში განვითარების და პროგრესის დაბრუნება იქნება. დიახ ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ცოდნა და კომპეტენტურობა. თქვენ ხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანაში მოიტანს იმ უკეთესი მომავლის რწმენას, რომელიც დღეს ხალხს წაართვა „ქართულმა ოცნებამ“ . თქვენ ხედავთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული წარსული. ამიტომ არავის არ შეეშინდება ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების. თქვენ ხედავთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული, რომ ერთიანი საქართველოს ერთადერთი მომავალი გახლავთ ევროკავშირი და ნატო. თქვენ ხედავთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება წერტილი დაუსვას ქვეყანში დაპირისპირებას, ზიზღს, შურისძიებას, ანგარიშსწორებას და გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო წაიყვანოს წინ. აი ასეთი პოლიტიკური ძალის შექმნა ხდება დღეს თქვენს თვალწინ. მე დარწმუნებული ვარ ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს იქნება ცოდნაზე, გამოცდილებზე, მომავალზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, რომელიც იბრძოლებს არჩევნების გზით, რომელიც იქნება სტაბილურობის შერიგების და სიმშვიდის მომტანი ქვეყანაში, რომელსაც ექნება მკაფიო გეგმა და ხედვა როგორ გააუმჯობესოს ცხოვრება, როგორ წაიყვანოს ქვეყანა წინ და როგორ მოაგვაროს ხალხის პრობლემები. დღეს მე მინდა წარმატება ვუსურვო იმ ადამიანებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, იმ ხალხს ვინც წლების განმავლობაში გვერდით გვედგა. თითოეულ მათგანს მინდა წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)