|
2017-01-10 21:28:40, 2715 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთში სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთში, სოფელ წებელდაში რუსეთის მიერ სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს. ამის შეახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტის“ უწყებაზე დაყრდონით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება, რომ ამ მიმართულებით არავითარი სამუშაო არ მიმდინარეობდა და არც იგეგმება. „სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში გაოგნება გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო საკითხებში მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებამ აფხაზეთის სოფელ წებელდაში თითქოსდა რუსული სამხედრო პოლიგონის მშენებლობის შესახებ. არავითარი სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოები სოფელ წებელდაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზის ინტერესებში არ არის და არც იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)