|
2017-01-10 17:04:17, 933 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს
დღეიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ცენტრის თანამშრომლებს ახალი დირექტორი, პირველ მოადგილესთან ერთად წარუდგინა. „ნინო ნიჟარაძე ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით, თანამშრომლებთან და საზოგადოებასთან კარგი ურთიერთობებით. მას საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ნინო ამ დარგში არსებულ ყველა გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს“, - აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. ნინო ნიჟარაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე 1999 წლიდან მუშაობს. 2012 წელს დაინიშნა დირექტორის მოადგილედ, მანამდე იყო დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ეპიდემიოლოგი არაინფექციურ დაავადებათა მართვის საკითხებში, ასევე, მთავარი სპეციალისტი პროგრამების მართვის მიმართულებით. 2008-2010 წლებში მუშაობდა სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაციაში, პროექტის ,,ტუბერკულოზის მართვა და კოორდინაცია“ კოორდინატორად. ნინო ნიჟარაძე პარალელურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რამდენჯერმე მიღებული აქვს მადლობის სიგელი/წერილი ზემდგომი სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებისა და საქართველოში აშშ ელჩისგან. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრიორიტეტების განსაზღვრაში ნინო ნიჟარაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. კერძოდ, რეგიონის მოსახლეობისათვის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნაში, დაავადებათა გავრცელების ლიკვიდაციასა და პრევენციაში, რისკების მართვაში. ცენტრი აქტიურად ზრუნავს და შემდგომშიც გააგრძელებს ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)