|
2017-01-10 14:38:02, 1673 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე: მნიშვნელოვანი იქნებოდა, სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, სიმართლის დადგენის კომისია შექმნილიყო
პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანი ანა დოლიძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს გამოეხმაურა. ანა დოლიძის თქმით, ძალადობა მიუღებელია და ამის ჩამდენი უნდა დაისაჯოს. პირადად მისი პოზიციაა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, სიმართლის დადგენის კომისია შექმნილიყო. „ჩვენს საზოგადოებას არაერთხელ დაუფიქსირებია მიუღებლობა ძალადობის მიმართ. „არა ძალადობას“ იყო ის ლოზუნგი და სლოგანი, რომლითაც მოვედით დღევანდლამდე. შესაბამისად, ძალადობა არის ის, რაც ისჯება ჩვენი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, უნდა დაისაჯოს. პირადად, იმ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც ადრე ხდებოდა, გამოთქმული მაქვს პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა რაღაც გარდამავლი სამართლიანობის მექანიზმის შექმნა, როგორიც არის სიმართლის დადგენის კომისია. ეს არის ჩემი, პირადად, ანა დოლიძის, აზრი“,-განაცხადა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)