|
2017-01-09 10:20:09, 1998 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა სოფელ დიღომში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სოფელ დიღომში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების ახალი შენობა გახსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ წელს სიახლით იწყებს. ჩვენ გასულ წელს დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კვლავ ვაგრძელებთ. დღეს სოფელ დიღომში პოლიციის ახალი შენობა გავხსენით. ყველა პოლიციელს კიდევ ერთხელ ვულოცავ შობა-ახალ წელს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ. მჯერა, რომ ახალი შენობა მათ დაკისრებული მოვალეობების უფრო ეფექტიანად შესრულებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შსს-ს ინფორმაციით, სოფელ დიღომში მდებარე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების ძველი შენობა თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ შს სამინისტრომ გასულ წელს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო. „პოლიციის ახალი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. მისი ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი და შშმ პირებზე ადაპტირებულია. ახლადაშენებულ შენობაში 22 უბნის ინსპექტორი და დეტექტივ-გამომძიებელი იმუშავებს“, - აცხადებენ სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)