|
2017-01-08 14:04:25, 2694 ნახვა
მსოფლიო
BBC: საუდის არაბეთში ორი საშიში ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა
საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერ-რიადის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის შედეგად, 2 ადამიანის ლიკვიდაცია მოხდა - ადგილობრივი ძალები მათ საშიში ტერორისტების კვალიფიკაციას ანიჭებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი მოკლული შაჰიდის ქამრის ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ექსპერტი იყო. როგორც BBC წერს, აღნიშნული ქამრები 2015 წელს საუდის არაბეთის სპეცსამსახურების შტაბ-ბინასთან და გასულ წელს მედინაში, მეჩეთთან მომხდარი აფეთქებისას გამოიყენეს. ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფოს" საუდის ფრთა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში პერიოდულად ტერაქტებს აწყობს, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)