|
2017-01-06 13:06:54, 2353 ნახვა
ეკონომიკა
გალარების ერთჯერადი პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება
17 იანვრიდან გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყება. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინსიტროდან აცნობეს, ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, მათ კონვერტაციას ეროვნული ვალუტის სესხებად შეძლებენ. ამასთან, აღნიშნულ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმდება. გალარების აქციას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი. „სუბსიდირება ეხება საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არაუმეტეს 40 ათასი აშშ დოლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებულ ძირითად თანხას. სესხების გალარების ხარჯების შეღავათიანი კურსით სუბსიდირებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. გალარების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. საქართველოს ყველა კომერციული ბანკი მზადაა, ყველა მსურველს, რომელსაც გალარება შეეხება, სათანადო მომსახურება გაუწიოს. მთავრობა არ განახორციელებს სუბსიდიას იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება აღემატება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. გალარება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ლარიზაციის პროგრამის ერთ-ერთი ეტაპია. ის მიზნად ისახავს, მომხმარებლებს შეუმსუბუქდეს სესხის მომსახურების ტვირთი, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკის დოლარიზაციას, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გაატაროს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ლარიზაცია შეამცირებს როგორც მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, რაც მის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ასევე ეკონომიკის დამოკიდებულებას გაცვლით კურსზე და უზრუნველყოფს მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების სტაბილურ ზრდას“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)