22:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 14:21:04, 2228 ნახვა

სამართალი
GDI: წინასაარჩევნო პერიოდში პოლიცია მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ნაკლებად აჯარიმებდა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიცია მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თვალშისაცემად ნაკლებად აჯარიმებდა.

GDI ინფოგრაფიკასაც აქვეყნებს, სადაც  აღნიშნული  მონაცემები რიცხვებში და პროცენტულადაა მოცემული.

კერძოდ, მონაცემები ასახავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის - „სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა“ - სამართალდარღვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებებს 2014, 2015 და 2016 წლების აგვისტოს, სექტემბერისა და ოქტომბერის თვეში.

„ინფოგრაფიკაზე ასახული მონაცემები საფუძვლიანს ხდის ვარაუდს, რომ პოლიცია წინასაარჩევნო პერიოდში თავს იკავებდა სამართალდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემისაგან, რაც შეესაბამება საზოგადოების ნაწილში არსებულ შეხედულებას, რომ ხელისუფლება რეპრესიული მექანიზმების შერბილებით ცდილობდა გავლენა მოეხდინა ამომრჩეველთა განწყობებზე და იყენებდა სამართალდამცავი ორგანოს პოლიტიკურ პროცესში“,-ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics