15:18 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 14:40:16, 539 ნახვა

სამართალი
დაცვის მხარე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალ ფოტომასალას ავრცელებს

დაცვის მხარე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში გარდაცვლილის ახალ ფოტომასალას ავრცელებს. ფოტოები  დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა შეისწავლა.
როგორც ადვოკატმა  ნიკოლეიშვილთან ერთად გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფოტოთი დგინდება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში ახლოდან და მარცხნიდან აქვს მიყენებული. ადვოკატი ირწმუნება, რომ 2006 წელს ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაცია,  გამიზნული მკვლელობა იყო.
"დაცვის მხარემ მოიძია არაერთი ინფორმაცია. გამოიკითხა მომხდარი ფაქტის  არაერთი თვითმხილველი პირი და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა. უტყუარად დადასტურდა, რომ  2006 წლის 2 მაისს ამ ე.წ. სპეცოპერაციის დროს,  ზურაბ ვაზაგაშვილს განზრახ მკველოლობა განხორციელდა",-აღნიშნა ადვოკატმა.
"სროლის მანძილი განსაზღვრული არ არის.თუ ეს მოხდა ახლოდან, როგორც ჩვენ ახლა დავადგინეთ, მაშინ გამოდის, რომ ზემდგომი პირი მას უკვე დაზიანებას აყენებს მიზანმიმართულად ახლო მანძილიდან და ეს რასაც ნიშნავს თქვენც ძალიან კარგად იცით",-განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, ზურაბ ვაზაგაშვილი 2006  წლის 2 მაისს საქართვლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics