20:46 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 12:46:43, 2537 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ISIS-ის მხარდაჭერის შესახებ ერდოღანის ბრალდებებს სასაცილო უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდორანის ბრალდებები საერთაშორისო კოალიციის მიერ “ისლამური სახელმწიფოს” მხარადჭერის შესახებ უარყო, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც მედია საშუალება იტყობინება, დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა თურქეთის პრეზიდენტის ბრალდებებს სასაცილო უწოდა. 

ტონერის თქმით, ამ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია.

ამასთან, მანვე რუსეთის განცხადება აშშ-ის მიერ სირიელი ამბოხებულებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექების მიწოდების შესახებ უარყო.

“ჩვენ არ ვაწვდით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს სირიულ ოპიზიციას, ჩვენ უკვე გვსმენია მსგავსი განცხადებები და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა - ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მსგავსი ტიპის იარაღი შესაძლოა, სირიაში მოხვდეს”,  - განაცხადა მარკ ტონერმა.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics