|
2016-12-27 16:34:21, 2046 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ქარდავასა და ცინდელიანის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც შოთაძემ აღნიშნა, გამოძიებამ სასამართლოში ყველა ის მტკიცებულება წარადგინა, რისი შესაძლებლობაც მათ ჰქონდათ. მისივე განმარტებით, მკვლელობა დასრულებული მკვლელობით უნდა დაკვალიფიცირდეს. „თქვენთვის ცნობილია განხორციელებული მკვლელობის სპეციფიკა. კონკრეტულად ამ პიროვნებების მკვლელობის შემდეგ, მათ გვამებს გამოაბეს მძიმე ლოდები და შავ ზღვაში ჩააგდეს. შესაბამისად, გამოძიების მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ვერ მოხდა გვამების პოვნა. ჩვენთვის გასაგებია სასამართლოს დასაბუთება, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს მკვლელობა უნდა დაკვალიფიცირდეს დასრულებული მკვლელობით და ვაპირებ აღნიშნული განაჩენი გავასაჩივრო სააპელაციო სასამართლოში. თუმცა, სასამართლომ დაადგინა ის ფაქტი, რომ ამ ადამიანების მიმართ განხორციელდა მკვლელობის მცდელობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმარისზე მეტი მტკიცებულებები წარვადგინეთ ამ მიმართულებით და ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენმა პიროვნებამ აგო პასუხი კანონის წინაშე“,-განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)