21:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 14:57:21, 2061 ნახვა

სამართალი
TDI მოხეს სკოლაში მომხდარი სავარაუდო კანონდარღვევის შესწავლის მოთხოვნით განათლების სამინისტროს მიმართავს

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა მოხეს საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლისა და კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ოფიციალურად მიმართა.

TDI მიიჩნევს, რომ სამინისტრომ ასევე უნდა იმსჯელოს, რამდენად აკმაყოფილებს მოხეს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კომპეტენცია და კვალიფიკაცია მის მიერ დაკავებული თანამდებობის პროფესიულ სტანდარტს.

„საჯარო სკოლის სივრცეში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი შიდა აუდიტის დეპარტამენტი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების (№89/ნ) თანახმად, მას ევალება შეისწავლოს ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების სავარაუდო დარღვევის ფაქტები და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ამავე დებულების თანახმად, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო, საკუთარი ინიციატივით, ამ დრომდე დაეწყო მოხეს საჯარო სკოლაში მომხდარი სავარაუდო კანონდარღვევის შესწავლა და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება, რადგან სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს არა მხოლოდ დაზარალებულის საჩივარი, არამედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია“, - ნათქვამია TDI-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics