|
2016-12-26 15:38:27, 1470 ნახვა
კომენტარი
მილორავა: დარწმუნებული ვართ, კოპმანიები ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის მაჩვენებელს არ გააუარესებენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი (სემეკ) ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ, დღევანდელ სხდომაზე, ტარიფებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები შეაჯამა. მილორავას განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისთვის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. რაც შეეხება კომერციული სექტორისთვის ტარიფებს, მისი განმარტებით, „თელასის“ შემთხვევაში გაიზარდა მაღალ ძაბვაზე დაახლოებით 0.4 თეთრით, ხოლო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში, ზრდა საშუალო ძაბვაზეა. სემეკის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ კომპანიის განაწილების არეალიდან გავიდა ერთ-ერთი დიდი მომხმარებელი. შესაბამისად, გასანაწილებელი და გასატარებელი ელექტროენერგიის რაოდენობა შემცირდა. ამასთან, მილორავამ განმარტა, თუ რა ფაქტორები გაითვალისწინა კომისიამ ტარიფის გაანგარიშებისას. „ტარიფები გაიზარდა თბოელექტროსადგურებთან მიმართებაში, თუმცა შემცირდა გარანტირებული სიმძლავრის საფასური. ანალოგიურად გაიზარდა ტარიფები „ენგურჰესის“, თუმცა შემცირდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჰესების ტარიფები. ტარიფის შემცირება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ გაზრდილია ამ ჰესებზე გენერაცია. რაც შეეხება კურსს, რომელიც კომისიამ გაითვალისწინა, ჩვენ გავითვალისწინეთ კურსი 2.50 თეთრი. ვფიქრობთ, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რადგან ეს კურსი არის ასახული ბიუჯეტის პროექტში. გაჩნდა კითხვა - რატომ გავითვალისწინეთ თბოელექტროსადგურები შემთხვევაში 2,78 თეთრი, ეს იყო კომისიის მხრიდან ასევე სწორი გადაწყვეტილება. რადგან ელექტროსადგურები პირდაპირ არიან დამოკიდებული ვალუტის კურსზე, რისკის ქვეშ არ დავაყენეთ ამ საწარმოების საქმიანობა. მათ შექმნებოდათ პრობლემა ბუნებრივი გაზის შესყიდვაში. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში, გავითვალისწინეთ დაახლოებით 17 წარმოების ლიცენზიატის და იმპორტის მონაწილეობით და ოპტიმალური ფასი შევიმუშავეთ“, - განაცხადა მილორავამ. იგი დარწმუნებულია, რომ „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის მაჩვენებელს არ გააუარესებენ. „არცერთ შემთხვევაში, კომისია არ შეხებია საინვესტიციო პროექტებს, რომელიც წარმოადგინა ამ ორმა კომპანიამ. 2016-2017 წლისთვის „ენერგო-პრო ჯორჯიას წარმოდგენილი აქვს 81 მილიონი ლარის ინვესტიცია. ამ მოცულობის ინვესტიცია ამ კომპანიაში, მინიმუმ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ანალოგიურად, „თელასის“ შემთხვევაში მოხდა 41-45 მილიონი ლარის წარმოდგენა. 2017 წელსაც, წინა წელთან შედარებით, უფრო მაღალი ინვესტიციაა დაგეგმილი. შესაბამისად, ეს საინვესტიციო პროექტები, რომლებიც მკაცრად გაკონტროლდება კომისიის მიერ, გვაძლევს შესაძლებლობას დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს კომპანიები არ გააუარესებენ ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის მაჩვენებელს“, - აღნიშნა ირინა მილორავამ.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)