|
2016-12-23 21:20:40, 2590 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ციპი ხოტოველმა შეხვედრაზე, რომელიც 23 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. გენადი არველაძემ ისრაელის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მან ასევე ისაუბრა საინვესტიციო პროექტების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ დადებით ტენდენციებზე, რომელსაც საქართველოსა და ისრაელს შორის 2014 წლიდან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)