|
2016-12-23 18:03:26, 1763 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ძირითად არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ასევე ექსპერტებთან აქტიური კონსულტაციები ჰქონდათ. შესაბამისად, კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო: „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ყველა ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ჩართულია კომისიის მუშაობაში, ასევე ყველა ექსპერტთან , რომელიც ჩართულია კომისიის მუშაობაში. გვქონდა რამდენიმე დღე იმისათვის, რომ შესაბამისი აქტი გამოგვეცა. ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები სხვადასხვა დღეს, გვქონდა სხვადასხვა შეხვედრა, როგორც არასამთავრობებთან, ისე ექსპერტებთან. პროცესი არათუ გამჭვირვალე არ იყო, იყო გახსნილი და ყველა შესაბამის სუბიექტთან გვქონდა კონსულტაციები“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება მათ, ვინც საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, კობახიძე ამბობს, რომ ყველა ადამიანის მოსაზრების მოსასმენად კომისიის კარი ღია იქნება: „კომისია იქნება ღია ყველასთვის. ჩვენ ვიყავით შეზღუდული სიის ჩამოყალიბებაში და მთლიანობაში 73 წევრი მივიღეთ. ბუნებრივია, უსასრულო ვერ იქნებოდა სია, თუმცა ყველას მოსაზრებებისთვის საკონსტიტუო კომისიის კარი ღია. კონსტიტუციის ყველა ნორმა მსჯელობის საგანი გახდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მათ შორის საარჩევნო სისტემას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)