19:26 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 12:47:08, 2120 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა

რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.

მედიის ინფორმაციით, თურქეთის დასავლეთ პროვინცია აიდინში დაკავებულები არიან თავდამსხმელის მშობლები, და და კიდევ 3 ნათესავი, ასევე პირი, რომელიც ანკარაში თავდამსხმელთან ერთად ბინაში ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნისას ყოფილმა პოლიციელმა, 22 წლის ახალგაზრდამ მევლუთ მერტ ალტინტასმა რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი რამდენიმე გასროლით მოკლა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ყვიროდა თავდამსხმელი "ალაჰუ აკბარ! არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია!"





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics