|
2016-12-19 17:32:43, 2455 ნახვა
ეკონომიკა
გერმანული არქიტექტურული კომპანია Frey Gruppe ქართული ბაზრით დაინტერესდა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე გერმანული არქიტექტურული კომპანიის Frey Gruppe თავმჯდომარეს ვოლფგანგ ფრეის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, გერმანული კომპანია Frey Gruppe, რომელიც 1959 წლიდან აქტიურად მუშაობს გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი არქიტექტურის მიმართულებით, დაინტერესებულია საქართველოში შემოსვლით. მაია მელიქიძის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გარემოს შექმნა, რომელიც ქვეყნის სწორად განვითარების წინაპირობაა, თითოეული ჩვენგანის სოციალური ვალდებულებაა, ამიტომ პრეზიდენტის მრჩეველი მიესალმება კომპანიის ინტერესს და ინიციატივას, პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში მდგრად არქიტექტურას, რაც თავის თავში ენერგოეფექტურ, კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებულ მშენებლობას, ასევე, ხელმისაწვდომ და სოციალურ ინტეგრაციაზე მორგებულ საბინაო სტრუქტურას და სწორ ფინანსურ მოდელირებას გულისმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)