|
2016-12-19 13:00:54, 2052 ნახვა
ეკონომიკა
III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის რეალური ზრდა 2,3 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, მიმდინარე წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,3%-ის დონეზე დაფიქსირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 749,1 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,3 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 3,2 პროცენტით. საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,5 პროცენტი) და მრეწველობა (17,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), მშენებლობა (8,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,9 პროცენტი). ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები (13,4 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,5 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (5,0 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (4,7 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (3,9 პროცენტი), ვაჭრობა (3,6 პროცენტი), მშენებლობა (2,4 პროცენტი). კლება დაფიქსირდა ტრანსპორტში (-4,2 პროცენტი), კავშირგაბმულობაში (-0.5 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (-0,1 პროცენტი). 2016 წლის მონაცემების საბოლოო დაზუსტება 2017 წლის 15 ნოემბერს განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)