18:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-18 12:18:12, 2118 ნახვა

სამართალი
შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ახალწვეულებმა ფიცი დადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 335-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ივანე ზურაბაშვილი, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები და წვევამდელების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, ახალწვეულების ოჯახის წევრებმა ჯარისკაცების საცხოვრებელი და სასწავლო შენობები დაათვალიერეს.

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ჯარისკაცები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაშიც მიიღებენ მონაწილეობას, უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით, ასევე, ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცემათ, ხოლო, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics