|
2016-12-16 19:00:45, 2865 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
"სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გასხვისდეს, თუ სახეზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი გვექნება"
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მცირე რესურსი აქვს და უცხოელებზე იმ შემთხვევაში უნდა გასხვისდეს, თუ სახეზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი იქნება. წულუკიანის თქმით, „ქართულმა ცნებამ“ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთის მიყიდვაზე გამოაცხადა მორატორიუმი, ეს აკრძალვა კი, გახსოვთ, გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. „ამის შემდეგ აღმოვჩნით რეალობაში, როგორი რეალობაც არის დღეს - უცხოელს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ პირობებში, მისთვის საინტერესო ნებისმიერი მიწის ნაკვეთი შეიძინოს. ჩვენ გვაქვს მცირე რესურსი, ამას 4 წელია, ვამბობ და დღესაც ვიმეორებ. ამიტომ, თუკი ის გასხვისდება, უნდა გასხვისდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მსხვილი საინვესტიციო პროექტი“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერთან შეთანხმებით, წინა მოწვევის პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ გადაგზავნილია შესაბამისი კანონპროექტი. „ახალი მოწვევის პარლამენტმა კანონპორექტი დღის წესრიგში ჩასვა და იმედი მაქვს, განხილვები იანვრიდან დაიწყება“,- განცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)