|
2016-12-16 18:50:37, 1892 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, იეშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ADB–ს, როგორც საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორის, საქმიანობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყალმომარაგების სფეროებში. საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმის შესახებ, რაც ითვალისწინებს ეკონომიკურ განვითარებას, მმართველობის რეფორმას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და განათლების სისტემის რეფორმას. იეშიმ ელჰან-კაიალარის განცხადებით, აზიის ბანკი აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოსთან და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური ზრდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)