|
2016-12-14 16:43:17, 2109 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 5%-ით გაზრდილია
„მოგების გადასახადის რეფორმა ყოველწლიურად 500 მილიონი ლარის ლიკვიდობას შექმნის ჩვენს კერძო ბიზნესში, რაც იმას ნიშნავს, რომ 10,000-ობით სამუშაო ადგილი შეიქმნება", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად კერძო სექტორის ინვესტიციები იქნება წახალისებული, ის ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის დაინტერესებას, ინვესტიცია საქართველოში განახორციელონ. საქართველოში საინვესტიციო ვითარებაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ 2014 – 2016 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2016 წლის 3 კვარტლის მონაცემების თანახმად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 5%-ით გაზრდილია, წლის ბოლომდე მისი მოცულობა 1.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)