2016-12-11 10:52:02, 3029 ნახვა
მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, სტამბოლში აფეთქებებს 29 ადამიანი, მათ შორის 27 პოლიციელი ემსხვერპლა, 166 კი დაშავდა
ბოლო მონაცემებით, სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 პოლიციელია, 166 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე პოლიცია იყო. მისივე თქმით, უკვე დაკავებულია 10 ეჭვმიტანილი.
სულეიმან სოულის ინფორმაციით, თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე სტადიონთან ავტომობილში ჩადებული ბომბი დისტანციური მართვის საშუალებით აამოქმედეს.
ცოტა ხნის შემდეგ, სტადიონიდან რამდენიმე მილის დაშორებით, Macka Park-ის ტერიტორიაზე, მეორე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან