16:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 11:21:26, 2415 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცერი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან, გადასცა მას შემოსავლების სამსახურის იდენტიფიკაციის საშუალება, მკაცრი აღრიცხვის ერთჯერადი გამოყენების ლითონის ლუქები, ხოლო სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1000 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოქალაქეზე უკანონოდ გადაცემული ერთჯერადი გამოყენების ლითონის ლუქები ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics