|
2016-12-08 17:08:11, 1986 ნახვა
Lifestyle
დონალდ ტუსკი „შეჩერების მექანიზმზე“ მიღწეულ შეთანხმებას ქართულად გამოეხმაურა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას Twitter-ზე ქართულად გამოეხმაურა. "შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია", - წერს დონალდ ტუსკი. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი LIBE-ს კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას უკრაინულადაც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ LIBE-ს კომიტეტმა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას გუშინ მიაღწიეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)