|
2016-12-08 15:35:56, 3728 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო Lifestyle
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა "შეჩერების მექანიზმზე" LIBE-ს კომიტეტის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა, LIBE-ს კომიტეტის მიერ ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტის დაამტკისება დადებიტად შეაფასა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც შულცმა აღნიშნა, ევროპარლამენტის მომხსენებლებმა დიდი შრომა გაწიეს, შეთანხმებული ვარიანტის დასამტკიცებლად. "როგორც იქნა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტის დაამტკისება მოხდა. ეს ჩვენი მომხსენებლების დიდი დამსახურებაა. ევროპარლამენტი სექტემბრიდან მზად არის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა დააწესოს. ჩვენ არ ველოდებით, რომ საბჭო აღნიშნულ პროცესებს რამენაირად შეაყოვნებს", - წერს შულცი. ცნობისთვის, LIBE-ს კომიტეტმა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)