|
2016-12-08 15:00:41, 2127 ნახვა
სამართალი
ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დაკავებულ დავით დევნოზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დაკავებულ დავით დევნოზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. დაცვის მხარე კი დევნოზაშვილისთვის 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატის რაულ გამისონიას თქმით, გამოძიების არც ერთ ეტაპზე დევნოზაშვილი არ დამალულა და გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია. ამიტომ, იგი ფიქრობს, რომ გირაოს თაობაზე შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო. შეგახსენებთ, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე, საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავეს, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)