19:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 13:04:01, 2355 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ იან ვაპავუორის შეხვდა

პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტ იან ვაპავუორის შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა რეგიონული ოფისი თბილისში გახსნა და ამით ხელი შეუწყო როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში დამატებითი საინვესტიციო პროექტების მოზიდვას. მან იმედი გამოთქვა, რომ ბანკის საინვესტიციო საქმიანობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

გარდა ამისა, პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმარს საქართველოს მთავრობის რეფორმების   4-პუნქტიანი გეგმა და მისი ძირითადი მიმართულებები გააცნო. აღინიშნა, რომ მათი განხორციელება დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც საქართველოს ბიზნესგარემოს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საგადასახადო რეფორმაზე, აგრეთვე მიმოიხილა სამთავრობო გეგმები ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, ტურიზმის სექტორს, რეგიონებში ხელს შეუწყობს ბიზნეს-აქტივობებს და სხვ.

შეხვედრაზე ასევე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა ხელმოწერაც 9 დეკემბერს იგეგმება. სამინსიტროს ცნობით, აღნიშნული პროექტები ითვალისწინებს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსების გამოყოფას საქართველოს საავტომობილო ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიზნით. სამივე პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 450 მლნ ევროა.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics