|
2016-12-05 17:20:12, 2009 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა. არსებული ინფორმაციით, პროკურატურის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო. ცნობისთვის, ლევან ჩაჩუა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 21 მარტს დააკავა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა. პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ლევან ჩაჩუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ის 8 თვის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუა გაამართლა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)