15:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 09:40:47, 2143 ნახვა

სამართალი
სასაზღვრო პოლიციას დათო ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - დათო ნიკოლეიშვილი წარუდგინა.

გიორგი მღებრიშვილმა დათო ნიკოლეიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა, მასთან ერთად სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.

„ჩვენ ვქმნით 21-ე საუკუნის პოლიციას. საზღვრის დაცვის მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ამასთანავე, გვაქვს ამ მიზნების მიღწევის კონკრეტული ხედვა. ვაპირებთ, დასავლური სტანდარტების შესაბამისად გავნახორციელოთ სასაზღვრო პოლიციის ყველა სფეროს მოდერნიზაცია და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, იქნება ეს სახმელეთო საზღვრის, სანაპირო დაცვის თუ სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მიმართულება. გარდა ამისა, ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის პერსონალის კარიერული განვითარებისა და ოფიცერთა მომზადების ახალი სისტემის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს, უზრუნველყოთ სასაზღვრო პოლიციის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება. ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ სასაზღვრო პოლიცია სწრაფად განვითარდება. გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სასაზღვრო პოლიციის ახალმა უფროსმა შს მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ თანამდებობის დაკავება ჩემთვის უაღრესად საპასუხისმგებლოა. მთელ ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ენერგიას იმისკენ მივმართავ, რომ განხორციელდეს დაგეგმილი რეფორმები და სასაზღვრო პოლიცია ჩამოყალიბდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, წარმატებულ სტრუქტურად,“- აღნიშნა დათო ნიკოლეიშვილმა.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics