|
2016-12-03 13:13:47, 2148 ნახვა
სამართალი
ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურმა, ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, როგორც ფიზიკურმა პირმა დაამზადა ყალბი შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებად მიუთითა, მის მიერვე უკვე დამზადებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში არაერთხელ დაფიქსირებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აუქციონის საშუალებით შეძენილი ხე-მასალის შტრიხკოდები და დოკუმენტების ნომრები. „დაკავებულმა, ყალბი შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, ადიგენის რაიონიდან ქალაქ თბილისში, არაერთხელ მოახდინა უკანონოდ მოპოვებული ხე-მასალის ტრანსპორტირება და მისი რეალიზაცია, ხოლო შემდგომ სისტემატურად აუქმებდა მის მიერვე დამზადებულ ყალბ ზედნადებებს, თითქოსდა არ განუხორციელებია ხე-მასალის ტრანსპორტირება ადიგენიდან ქალაქ თბილისში. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)